ინდონეზიაში გემზე ხანძარმა 5 ადამიანი იმსხვერპლა

21 ივლ 2025

ინდონეზიის სულავესის სანაპიროსთან გემზე გაჩენილმა ხანძარმა ხუთი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 284-მა შეძლო თავის დაღწევა.

დაღუპულებს შორის ერთი ორსული ქალია. დაშავებულები უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბორანი, სახელწოდებით „ქეი-ემ ბარსელონა 5“, ჩრდილოეთ სულავესის პროვინციის დედაქალაქ მანადოსკენ მიემართებოდა. ცეცხლის ალში გახვეული გემიდან  მგზავრები წყალში ხტებოდნენ და ასე ცდილობდნენ თავის გადარჩენას.

ადგილობრივი მედიის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.