პროფკავშირების საპროტესტო მსვლელობა

14 მაი 2017

პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა, სტუდენტებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა გამართეს.  აქცია ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ხსოვნას მიეძღვნა. მსვლელობის მონაწილეები  ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ. პროფკავშირების ხელმძღვანელის - ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, 9 მაისს ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის მსგავსი შემთხვევა ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს.