16 ივლ 2025
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად საჰაერო დარტყმა განახორციელა, მანამდე კი სირიის თავდაცვის სამინისტროს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სირიაზე ზეწოლას და დარტყმების ტემპს ზრდიან.