ჩეხეთის ყოფილი პრემიერი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება

16 ივლ 2025

ჩეხი პოლიტიკოსი მილიარდერი ანდრეი ბაბიში,  აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებაში დაბრუნდება, ის გააუქმებს პრაღის მიერ წამოწყებულ ინიციატივას უკრაინის მსხვილკალიბრიანი საბრძოლო მასალით მომარაგების შესახებ. ბაბიში, რომელიც 2017-2021 წლებში პრემიერ-მინისტრი იყო, დიდი ხანია აკრიტიკებს საბრძოლო მასალის მიწოდებას და მიიჩნევს, რომ ამით იარაღით მოვაჭრეები სათანადო გამჭვირვალობის გარეშე დიდ სარგებელს იღებენ. თუ ბაბიშის პარტია ანო- ხელისუფლებაში მოვა, ის იქნება აღმოსავლეთ ევროპის  ქვეყანა, რომელიც მემარჯვენეობისკენ გადაიხრება და შეუერთდება უნგრეთს და სლოვაკეთს.