ტრამპი უკრაინის მხარდასაჭერად ნატო-ს იარაღს გადასცემს

15 ივლ 2025

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინას რაკეტებსა და სხვა საჭირო შეიარაღების მიწოდებას დაჰპირდა, რომელსაც ნატოს ქვეყნები დააფინანსებენ. ტრამპის მიერ უკრაინაში იარაღის გაგზავნის გადაწყვეტილება გარდამტეხი მომენტია  რესპუბლიკელი პრეზიდენტისთვის, რომელიც თავისი ვადის პირველი თვეები პუტინის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დაყოლიებას ცდილობდა, თუმცა ყოველ ჯერზე კრემლისგან უარს ღებულობდა. ტრამპის შეთავაზება, რომ  იარაღის საფასურს ნატო დაფარავს, აკმაყოფილებს მის მოთხოვნას, რომ აშშ-მ არ გააგრძელოს ომის დაფინანსება და ფინანსურ ტვირთს ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებს აკისრებს.