ინდოეთში ხიდის ჩანგრევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

09 ივლ 2025

10 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის დასავლეთ შტატ გუჯარათში ხიდის ჩანგრევის შედეგად. გუჯარათის ქალაქ ვადოდარაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

თვითმხილველთა თქმით, ხუთი ავტომობილი მდინარეში ჩავარდა, რომლებიც შემთხვევის დროს ხიდზე გადაადგილდებოდნენ.   

მაშველები მდინარეში გადარჩენილებს და დაღუპულთა ცხედრებს ეძებენ.