კრემლი ტრამპის განცხადებას ეხმაურება

08 ივლ 2025

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აშშ-ს მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების განახლების შესახებ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამერიკული მხრიდან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გაკეთდა.

პესკოვი მიიჩნევს, რომ აშშ აგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ევროპული ქვეყნების აქტიური მონაწილეობით.