თეირანი ვაშინგტონთან დიალოგისთვის ღიაა - პეზეშკიანი

08 ივლ 2025

ირანს შეერთებულ შტატებთან უთანხმოების მოგვარება დიალოგის გზით შეუძლია, თუმცა აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების შემდეგ პრობლემას ნდობა წარმოადგენს - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა. 

ირანის ლიდერმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, არ ჩაითრიოს ირანთან ომში ისრაელის ლიდერი, რომელიც ვაშინგტონში მოლაპარაკებებისთვის იმყოფება.