კალიფორნიაში მგზავრებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა

03 ივლ 2025

კალიფორნიის შტატის ქალაქ ლანკასტერში ავტობუსი გადაბრუნდა. ავარიის  შედეგად დაშავდა  20-მდე ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.  

ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და  სიერა ჰაივეის გასწვრივ მდებარე რკინიგზის ლიანდაგთან შეჯახების შემდეგ გადატრიალდა.   

ავტობუსი ეკუთვნის კომპანია კერნ-ტრანზიტს, რომელიც რეგიონებს შორის მგზავრთა  ტრანსპორტირებას ახდენს.