შესაძლოა ამერიკამ უკრაინას იარაღი აღარ მიაწოდოს

02 ივლ 2025

აშშ-მა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების და „სტინგერის“ რაკეტების მიწოდება შეაჩერა- ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დეტალების დაზუსტების მიზნით ამერიკელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი მოითხოვა.  

აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის განსახილველად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის დროებითი რწმუნებულიც დაიბარეს.