თბილისის ''დინამო'' ისტორიული მატჩი

12 მაი 2017

ზუსტად 36 წლის წინ, თბილისის ''დინამომ'' ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში, ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით,  ''დინამოელებმა'' ფინალში იენის ''კარლ ცაისი'' დაამარცხეს. შეხვედრა 2-ით 1 დასრულდა. ისტორიულ მატჩზე გოლები ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს.

"დინამოს" ფანების ინიციატივით, თარიღთან დაკავშირებით, დღეს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" ფინალური მატჩის ჩვენება გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებას "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრებიან.