ნატოს სამიტის მთავარი საკითხი თავდაცვის ხარჯების გაზრდაა - რუტე

25 ივნ 2025

ნატო-ს სამიტის დღის წესრიგის პირველი საკითხი თავდაცვის ხარჯების გაზრდაა, სამართლიანია, რომ ევროპელებმა და კანადელებმა იმდენივე დახარჯონ, რამდენსაც აშშ ხარჯავს, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

რუტეს თქმით, რუსეთისგან მომავალი საფრთხისა და საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.  

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი უკრაინაა.