დაწყებითი სკოლის მშენებლობა შუასოფელში

25 ივნ 2025

ახალი დაწყებითი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს ხულოში, შუასოფელში. ამ ეტაპზე მეორე სართულის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება.

ხულოს მერიის ინფორმაციით, პროექტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარით ფინანსდება.

შუასოფელში  4 მოსწავლე ჰყავთ და ამ დროისთვის ისინი ალტერნატიულ ფართში სწავლობდნენ.