ამერიკულმა ავიამზიდმა ახლო აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი

16 ივნ 2025

გემების თვალთვალის ვებსაიტ მარინ ტრეფიკის მონაცემებით, აშშ-ის ავიამზიდმა უ-ეს-ეს ნიმიცმა ორშაბათს დილით სამხრეთ ჩინეთის ზღვა დატოვა და დასავლეთისკენ გაემართა. ავიამზიდმა მანამდე ვიეტნამში დაგეგმილი მარშრუტი გააუქმა.

ჰანოიში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ ეს „გადაუდებელი ოპერაციული მოთხოვნის“ გამო მოხდა.  

აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაურის განცხადებით, ავიამზიდების ჯგუფმა გასულ კვირას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციები ჩაატარა.

ორშაბათს დილით ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, სადაც ისრაელსა და ირანს შორის ძალადობის ესკალაციაა.