პროტესტის 200 დღე

15 ივნ 2025

ხალხი წყვეტს! - ამ ლოზუნგით საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან უცვლელი მოთხოვნებით უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აქციის მეორასე დღეს შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლების გადადგომას, ახალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებასა და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.