შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებთან

15 ივნ 2025

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ქვეყნის წინაშე არსებული დამსახურებისთვის ვეტერანებს მადლობა გადაუხადა და მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრაზე სამომავლო გეგმები და ინიციატივები განიხილეს, რომლებიც მიზნად ისახავს  აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების მხარდაჭერის გაძლიერებასა და მათ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის განხორციელებას.