საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა იწყება

14 ივნ 2025

საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო.   სარგებლობა როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებსაც შეუძლიათ, დილის 9 საათიდან,  მთაში წასვლის მსურველებს ტრანსპორტი მოემსახურება ოცამდე მიმართულებით.

ხულო-ბეშუმის მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს ყოველდღიურად, ხოლო სხვა მარშრუტებზე სხვადასხვა გრაფიკით. ამ დროისთვის ტრანსპორტირების პროგრამა ხორციელდება ხულო-ბეშუმი-ხულოს, ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანის, დიოკნისი-ლოდიძირი-დიოკნისის მიმართულებით და ეტაპობრივად ყველა მიმართულებით ამოქმედდება.