დაკავება საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით

13 ივნ 2025

უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე.ცნობილია, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს  სახელმწიფო საზღვარი. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.