ვნანობ ტრამპის შესახებ გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებას - მასკი

11 ივნ 2025

ილონ მასკი თავის სოციალურ მედია პლატფორმა იქს-ზე წერს, რომ ნანობს გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ შესახებ გამოქვეყნებული ზოგიერთი პოსტის გამო. „ვნანობ გასულ კვირას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ გამოქვეყნებულ ზოგიერთ პოსტს. ზედმეტი მომივიდა“ - დაწერა მასკმა.

ტრამპმა და მასკმა გასულ კვირას სოციალურ მედიაში შეურაცხმყოფელი პოსტები გაცვალეს. ტესლასა და სფეის-იქსის აღმასრულებელმა დირექტორმა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ  გადასახადებისა და ხარჯების შესახებ კანონპროექტს „ამაზრზენი საზიზღრობა“ უწოდა.

მასკის ეს პოსტი რამდენიმე დღის შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ მასკთან  ურთიერთობა დაასრულა.