მერაბ დვალიშვილი სატიტულო ბრძოლაში შონ ო’მალის დაუპირისპირდება

07 ივნ 2025

ხვალ დილით, UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ამერიკელ შონ ო’მალის სატიტულო ბრძოლაში დაუპირისპირდება.  მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. ცნობისთვის,  მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი ერთხელ უკვე დაამარცხა და UFC-ის სუპერმსბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარიც სწორედ ამ გამარჯვებით მოიპოვა.  34 წლის ქართველი მებრძოლი ო’მალისთან შეხვედრას ზედიზედ 12 გამარჯვებით ხვდება. ბოლოს მან იანვარში უმარ ნურმაგომედოვს სძლია.