იტალიელი ტელევარსკვლავი აჭარის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს

06 ივნ 2025

იტალიელი ტელევარსკვლავი ბათუმშია. გადაცემა გეო-გეოს სახე, იტალიის ცენტრალური სახელმწიფო არხის Rai 3 წამყვანი მასიმილიანო ოსინი აჭარის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს.

ოსინი იტალიაში ცნობილი მოდელი და წამყვანია, დილის გადაცემების და ცეკვავენ ვარსკვლავების, ასევე გეოგრაფიული გადაცემა გეო-გეოს ავტორი, რომელსაც მილიონ ნახევარი მიმდევარი ჰყავს.

ჟურნალისტის აჭარაში ყოფნის ფარგლებში გაშუქდება ბათუმის როგორც ქალაქის დაარსების ისტორია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ქალაქის ტრადიციები, გასტრონიმია და ტურისტული პოტენციალი.