სახიფათო გზა ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე

08 მაი 2017

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე სარეაბილიტაციო გზის გარდა, პრობლემაა ქვათაცვენა. კლდოვანი ფერდობები დამცავ ბადეებს საჭიროებს, თუმცა ჯერ-ჯერობით ამისთვის თანხა არაა გამოყოფილი.

ქვათაცვენა ხულოს მონაკვეთზე დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ პრობლემა თითქმის ყოველდღიურია და გადაადგილებას აფერხებს, გარდა ამისა საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს.