შალვა პაპუაშვილი საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე

28 მაი 2025

ზოგიერთებს კატეგორიებად აქვთ ჩამოყალიბებული ქვეყნები, არსებობს „ა“ კლასის ქვეყნები, არსებობს „ბ“, „ც“ და ა.შ. აქედან გამომდინარე, ის, რაც მიუღებელია ბერლინში, მისაღებია თბილისში, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
აღნიშნა, რომ გაერო-ს ქარტიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული დეკლარაციის არსებობის შემდეგ, ქვეყნების კატეგორიზაცია ყველას უნდა მიევიწყებინა. ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა.