ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

28 მაი 2025

ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია შანდუნში ქიმიური ქარხანაში აფეთქება მოხდა. დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა19, ხოლო ექვსი დაკარგულია.

ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, შემთხვევის ადგილზე 200-ზე მეტი მაშველი და მედიკოსი გაიგზავნა.

ქარხანა პესტიციდებს, ფარმაცევტულ და სხვა ქიმიურ პროდუქტებს აწარმოებს. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.