27 მაი 2025
„დიასპორა სამშობლოსთვის - ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება“ - თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა. ორგანიზატორი საგარეო საქმეთა სამინისტროა.
ფორუმზე სიტყვით გამომსვლელებმა ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ინიციატივებსა და უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრეს.