კანადაში წყალდიდობის შედეგად ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა

07 მაი 2017

კანადაში წყალდიდობის შედეგად ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. სტიქიამ განსაკუთრებით კვებეკი დააზარალა. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, მონრეალშიც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარეებმა 2 ათასამდე სახლი დატბორა. სტიქიური უბედურების ზონა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დატოვა. მონრეალიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სამაშველო სამუშაოებში მაშველებთან ერთად 800-ზე მეტი სამხედროა ჩართული. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.