ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ალბანეთში

16 მაი 2025

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-6 კონფერენციაზე 50-მდე ქვეყნის ლიდერები ევროპის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მდგრადობასა და არალეგალურ მიგრაციაზე მსჯელობას იწყებენ.

სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. ასევე, დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში.

„ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობა“ - ამ დისკუსიაში საქართველოს პრემიერიც მონაწილეობს.