ირაკლი კობახიძე ალბანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

15 მაი 2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც 16 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართება.