მექსიკაში სკოლის მოსწავლეებმა თანაკლასელთა მკვლელობა გააპროტესტეს

13 მაი 2025

მექსიკელმა მოზარდებმა მშვიდობისა და სამართლიანობის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ბავშვების პროტესტი სინალოას შტატში, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში კარტელებს შორის კონფლიქტი გამწვავდა, ორი გოგონას მკვლელობას მოჰყვა.

შტატის დედაქალაქ კულიაკანში  7 წლის ალექსა მედინას და 11 წლის ლეიდი როხასის ნათესავები, თანაკლასელები და მასწავლებლები შეიკრიბნენ. გოგონები 6 მაისს ოჯახის წევრებთან ერთად მოკლეს. 

სინალოას შტატის გუბერნატორმა აქციის მონაწილეებს საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას დაჰპირდა და თქვა, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება.

სინალოას შტატში კარტელის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა 25 ივლისს აშშ-ის ტერიტორიაზე ცნობილი ნარკობარონის, ისმაელ „ელ მაიოზამბადას დაპატიმრების შემდეგ დაიწყო.