პუტინის შესაჩერებლად ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრაციაა საჭირო - ევროკომისარი

12 მაი 2025

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი  ევროპისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიებს მეტი ინტეგრაციისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით,  ევროკავშირი-უკრაინის სამუშაო ჯგუფი ორშაბათს პირველად შეიკრიბება „თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრაციის, ერთობლივი პროექტების ან ერთობლივი შესყიდვების პროცესების განვითარების ხელშესაწყობად“.