ევროპის დღე მომიტინგეებმა ევროპის მოედანზე აღნიშნეს

10 მაი 2025

ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისში ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. 

მოეწყო მსვლელობები სხვადასხვა ტერიტორიიდან, შეკრების ადგილი კი ევროპის მოედანი იყო. 

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.