კოლუმბიაში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა

06 მაი 2025

კოლუმბიაში იტაგუის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმებმა მეწყრული პროცესები გამოიწვია. სტიქიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ერთი. ადიდებულია მდინარეები და დატბორილია ქუჩები. 

უეცრად მოვარდნილმა წყალმა ავტომანქანები გაიტაცა. ადგილობრივმა  ხელისუფლებამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.