სადავო  საკუთრება 

04 მაი 2017

გონიოს მიწების საქმეზე 49 მოქალაქის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 22 მაისს განახლდება. დღეს მოსამართლე, ლაშა თავართქილაძემ, მხარეთა პოზიციები მოისმინა. საქმე ეხება, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის  ივნისისა და სექტემბრის გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვითაც მხოლოდ რამდენიმე პირს აღუდგა საკუთრების უფლება.  

შეგახსენებთ, 2010 წელს გონიოში 271 ოჯახს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში ჯერ გადასცეს, მოგვიანებით კი ჩამოართვეს. მოქალაქეების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”' იცავს.