"უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია" - პუტინი ომის შესახებ

04 მაი 2025

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის შერიგება გარდაუვალია.  რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმ ტრაგედიისა რომელსაც ახლა ორივე ქვეყანა განიცდის, შერიგება დროის საკითხია.
ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს ე.წ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ ჰქონია. პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვს საკმარისი ძალები და რესურსები აქვს იმისთვის, რომ ე.წ სპეციალური სამხედრო ოპერაცია სასურველი შედეგით ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.