სარაგბო კლუბი „ბათუმი“ რუსთავის „ხარებს“ ხვდება

04 მაი 2025

დღეს საკუთარ შეხვედრას გამართავს სარაგბო კლუბი "ბათუმი".  რაგბი დიდი 10-ის წინასწარ ფინალში ბათუმელები რუსთავის "ხარებს" უმასპინძლებენ.  მატჩი "ბათუმი რაგბი არენაზე" 16:00 საათზე დაიწყება. შემდეგ ეტაპზე გასული გუნდი საფინალო შეხვედრაში ქუთაისის ‘’აიას’’ შეხვდება.