რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები იწყება

01 მაი 2025

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის 30 წლის შემდეგ პირველად დღეს პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდა. რუსული მედიის ინფორმაციით, პირველ რეისს ავიაკომპანია აერო „ვნუკოვო - სოხუმის“ მარშრუტზე შეასრულებს.

მათივე ცნობით, პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო ავიაკომპანიამ გადაწყვიტა 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებია.

სოხუმის მიმართულებით ავიარეისებს კიდევ ორი კომპანია შეასრულებს.