ოდესაზე რუსული დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

01 მაი 2025

დღეს გამთენიისას რუსულმა დრონებმა უკრაინის შავი ზღვის პორტ ოდესას შეუტიეს. დაღუპულია 2 და დაშავებულია 5 ადამიანი.

დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, სკოლა და სხვა ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ტელეგრამარხით ავრცელებს.