ტრამპი უკრაინას 50 მილიონი დოლარის იარაღს მიჰყიდის 

01 მაი 2025

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 30 აპრილს კონგრესს აცნობა, რომ უკრაინისთვის პირდაპირი კომერციული გაყიდვებით 50 მილიონი დოლარის ან მეტი ღირებულების თავდაცვასთან დაკავშირებული პროდუქციის ექსპორტის დამტკიცებას აპირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს პირველად მოხდა მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში  დაბრუნდა.

აქამდე აშშ-ის ადმინისტრაცია პრიორიტეტად მიიჩნევდა უკრაინაში ომის დასრულებას დიპლომატიური საშუალებებით და არა სამხედრო მხარდაჭერით. იარაღის გაყიდვის ლიცენზიაზე შეტყობინება ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს იარაღის ექსპორტის მაკონტროლებელი აქტის მეშვეობით გაუგზავნა.

აღნიშნული კანონი აშშ-ს პრეზიდენტებს უფლებამოსილებას ანიჭებს, აკონტროლონ თავდაცვითი მასალებისა და მომსახურების იმპორტი და ექსპორტი.