შეზღუდვა იმედაშვილის ქუჩაზე

30 აპრ 2025

საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით იზღუდება ბათუმში იმედაშვილის ქუჩაზე, პუშკინისა და წერეთლის ქუჩებს შორის მონაკვეთში. აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბერიძის ქუჩით.

შეზღუდვის გამო იცვლება 7, 7 ა და 11 ნომერი ავტობუსების მარშრუტიც.

შეზღუდვები უკავშირდება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლებიც მოიცავს გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან სულაბერიძის, პუშკინისა და იმედაშვილის ქუჩების მონაკვეთებს ბაქოს ქუჩამდე.