ახალი ჩინური თვითმფრინავი

04 მაი 2017

ჩინური წარმოების  ახალმა სამგზავრო თვითმფრინავმა პირველი რეისი შეასრულა.  ლაინერმა სტარტი აიღო შანჰაის აეროპორტიდან, სადაც  ახალი თვითმფრინავის შემქმნელი სახელმწიფო კომპანია "კომაკის" საწარმოო ცენტრია. პირველი რეისი სი-919-მა მგზავრების გარეშე განახორციელა.  ბორტზე მხოლოდ 5 ადამიანი იმყოფებოდა - პილოტები და ინჟინრები.  

კომაკ-919-ი  ჩინელი მწარმოებლების  ჩანაფიქრით,  ბოინგისა და ეარბასის პირდაპირი კონკურენტი უნდა გახდეს.  წარმატების შემთხვევაში სი-919-ი პირველი ჩინური საშუალო მაგისტრალური თვითმფრინავი იქნება, რომელიც ავიაგადაზიდვების მსოფლიო  ბაზარზე გამოჩნდება.  თვითმფრინავი  168 მგზავრს იტევს და 5 ნახევარი ათასი კილომეტრის დაფარვა შეუძლია.  ლაინერი 50 მილიონამდე დოლარი ღირს, რაც  ბოინგისა და ეარბასის ღირებულების ნახევარს შეადგენს.