ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

03 მაი 2017

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინალში ქართველი ფალავანი რუსს მეტოქეს შეხვდა და დაამარცხა. გამარჯვება ქართველმა სპორტსმენმა სერბეთის ქალაქ ნოვისადში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა. 

61 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში ხინჩეგაშვილი რუს ახმეტ ჩაკაევს დაუპირისპირდა და 10-9 დაამარცხა.

შეხვედრის პირველ პერიოდში ჩატაევი ქართველ ფალავანს 5-0 უგებდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოწინააღმდეგეს 10 საპასუხო ქულა აუღო და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა