21 აპრ 2025
რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა. ფრანცისკე 88 წლის იყო და ცოტა ხნის წინ ორმაგი პნევმონიის სერიოზული შეტევა გადაიტანა. რომის საავადმყოფოში 38-დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ იგი ვატიკანის რეზიდენციაში დაბრუნდა.