სააღდგომო ლიტურგია ბათუმის სამების ტაძარში

20 აპრ 2025

სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა ბათუმის სამების ტაძარში. სხვა სასულიერო პირებთან ერთად წირვა-ლოცვა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აღავლინა. მეუფემ მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა,  სასულიერო პირები კი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით დააჯილდოვა. საზეიმო ლიტურგიას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი წარმომადგენლები დაესწრნენ.