„აღდგომიდან ამაღლებამდე“- გამოფენა

18 აპრ 2025

„აღდგომიდან-ამაღლებამდე“- ამ სახელწოდებით  გაიხსნა  გამოფენა აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში . ექსპოზიციაზე  წარმოდგენილია  უნიკალური,ანტიკვარული ნაკეთობები- სააღდგომო კვერცხების კოლექცია მუზეუმის საცავიდან. გამოფენაზე დაგხვდებათ ასევე ბარძიმები და სასანთლეები . მუზეუმში შეკრებილებმა   აღდგომის დღესასწაულთან  დაკავშირებულ  ტრადიციებზე ისაუბრეს. გამოფენა 4 დღის განმავლობაში  გაგრძელდება .