შსს-მ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

03 მაი 2017

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ერთი პირია დაკავებული. სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მჭიდი და 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.