„ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები განათლების სისტემაში“ – შეხვედრა პედაგოგებთან

15 აპრ 2025

ხელოვნური ინტელექტი და ციფრული  ტექნოლოგიების დანერგვა  განათლების სისტემაში“- თემაზე    ბათუმის სკოლების პედაგოგებთან და დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა. პროფესორმა ზვიად გაბისონიამ  ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის სისტემაზე , მის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, ასევე  რისკებსა და   შესაძლებლობებზე.  სასაუბრო თემა იყო  ხელოვნურ  ინტელექტზე  დაფუძნებული  საგანმანათლებლო რესურსები. სპიკერმა აუდიტორიასთან ერთად თანამედროვე პროგრამების, ციფრული ასისტენტების გამოყენება, სწავლისა და კვლევის პროცესი მიმოიხილა.