14 აპრ 2025
„ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა განათლების სისტემაში“- თემაზე ბათუმის სკოლების პედაგოგებთან და დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა. პროფესორმა ზვიად გაბისონიამ ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის სისტემაზე ,მის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, ასევე რისკებსა და შესაძლებლობებზე. ასევე სასაუბრო თემა იყო ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საგანმანათლებლო რესურსები .
სპიკერმა აუდიტორიასთან ერთად მიმოიხილა chat GPT-ისა და სხვა თანამედროვე პროგრამების ,ციფრული ასისტენტების გამოყენება სწავლისა და კვლევის პროცესში, ასევე საუბარი შეეხო ანტიპლაგიატის პროგრამებს .