ტრამპმა ათობით ქვეყანას ტარიფების ამოქედების ვადა 90 დღით შეუჩერა

10 აპრ 2025

ათობით ქვეყანაზე დაწესებული მაღალი ტარიფი 90 დღით გადაიდება. ამის შესახებ  პრეზიდენტი ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს. მისივე განცხადებით, შემდგომში ტარიფები 10%-მდე შემცირდება, თუმცა ეს არ ეხება ჩინეთს. 

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 75-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა აშშ-ის წარმომადგენლებს  ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებს ჩემი ძლიერი რეკომენდაციით, არ გაუტარებიათ არანაირი ფორმით საპასუხო ზომები აშშ-ის წინააღმდეგ, დავამტკიცე 90-დღიანი პაუზა და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდება საპასუხო ტარიფები 10%-მდე, ეს გადაწყვეტილებაც დაუყოვნებლივ შედის ძალაში“, – წერს ტრამპი. მისივე მტკიცებით, ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები 125%-მდე გაიზარდა.