“ქართული ოცნების” წევრების განცხადება

09 აპრ 2025

ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის მოწყობილი პროვოკაცია - ასე შეაფასეს ქართული ოცნების გუნდში საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქცია. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პროცესი გარედან მართულია.

ამბობენ, რომ 9 აპრილი ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა უცხოეთიდან დაფინანსებულ ჯგუფებს. მათივე განცხადებით, ქვეყანას 9 აპრილიდან 36 წლის თავზეც სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის უწევს ბრძოლა.

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ უცხოური ძალა საქართველოს და ქართველ ხალხს ვერ შეაშინებენ.