უკრაინის ომის შედეგი აზიაზეც იქონიებს გავლენას - რუტე

09 აპრ 2025

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ჩინეთი ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე ომს, რადგან  რუსეთის აგრესიის შედეგმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს აზიის უსაფრთხოებაზე.

ტოკიოს კეიოს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას რუტემ თქვა, რომ კონფლიქტი ხაზს უსვამს კავშირებს ევროპისა და წყნარი ოკეანის უსაფრთხოების გარემოში.